LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. ვანის კლასტერი სრულად განიკურნა

84
Capture

დღეს ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო 3-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა, რომლებიც  ე.წ ვანის კლასტერს განეკუთვნებოდნენ. შედეგად, ე.წ ვანის კლასტერი კორონავირუსისგან სრულად განიკურნა. მთლიანობაში კლინიკაში “კოვიდ 19” 22-მა პაციენტმა დაამარცხა.

“რეანიმაციაში მყოფი 8 პაციენტიდან 5-ის მდგომარეობა მძიმეა” – ლევან რატიანი

ამ ამეტაპზე კლინიკაში 16 კოვიდინფიცირებული პაციენტია მოთავსებული. ერთ საკვლევ პაციენტზე კი ანალიზების პასუხს მედიკოსები დღის ბოლოს ელოდებიან.

ბოჭორიშვილის კლინიკაში 4 ახალი პაციენტია: ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა დამძიმდა

შეგახსენებთ, საქართველოში დღეს კორონავირუსის 25 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში მათმა რიცხვმა 566-ს მიაღწია. აქედან 184 უკვე გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 6 ადამიანი.