ე.წ. საპოლიციო გამოსახლების გაუქმებამ ბიზნესს პრობლემები უკვე შეუქმნა, – ამის შესახებ ბიზნესომბუდნმენმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, გამოსახლების მექანიზმი ბანკებისთვის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო, როცა მსესხებელი ვალდებულებას ვერ ასრულბდა. ახლა კი, გახარიას თქმით, პროცესები დროში იწელება, რადგან სასამართლო გადაწყვეტილების მიღებას აგვიანებს.
”ამ კანონის მიღების დროს იყო აღნიშნული, რომ აღსრულების მექანიზმების შესრულება არ გაჭიანურდებოდა. ჯერ ტექნიკურად უნდა შეეხედათ, არიან თუ არა შესაბამისი უწყბები იმ მდგომარეობაში, რომ დროში არ გაიწელოს აღსრულების მექანიზმები. თუ ვხედავთ, რომ ვერ ასრულებენ, მაშინ საკანონმდებლო ცვლილებები უნდა იყოს ამასთან დაკავშირებით” – განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, ვერ ხდება გამოსახლების მექანიზმის დროული აღსრულება, ამას კი სასამართლო გადაწყვეტილების დაგვიანება იწვევს.