LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირი ბრალს აღიარებს

79

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირი, ნათელა მამულაშვილი ბრალს აღიარებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრალდებულის ადვოკატმა დავით კორკოტაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ნათელა მამულაშვილს ბრალი უკვე წარდგენილი აქვს და ამჟამად, ის პატიმრობაში იმყოფება.

“ნათელა მამულაშვილის სანახავად და პოზიციების შესათანხმებლად მოვედი, რათა დაცვის სტრატეგია დავგეგმოთ. როგორც ჩემთვის ცნობილია, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი წარდგენილი აქვს. მას ედავებიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობას – როგორც ჩემთვის ცნობილია, აფთიაქიდან ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო რეალიზაციას.  ასევე, როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ნათელა მამულაშვილი ბრალს აღიარებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან,“ – განაცხადა ადვოკატმა.

სუს-მა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე გუშინ დააკავეს. ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში ჩართული საქართველოს მოქალაქეები: ნინო კ, ქეთევან ჩ, ლაშა ჩ, ნინო გ. და ნათელა მ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები