LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ყაზახეთში საქართველოს 24 მოქალაქე დააკავეს – რას წერს ადგილობრივი მედია

143
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (6)

საქართველოს მოქალაქეებმა ალმათიში ინტერნეტ-თაღლითების „ქოლ-ცენტრი“ მოაწყვეს – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ყაზახეთის ქალაქ ალმათიში კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოების დროს, ინტერნეტ თაღლითების „ქოლ-ცენტრი“ გამოავლინეს და ოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქეების 24 – კაციანი ჯგუფი დააკავეს.

საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა ყაზახეთის შსს-ის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა ჟანდოს სუინბაიმ და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე „იდენტიფიცირებულია 20 მსხვერპლი“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები