LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. მატროსოვის ციხეში გამოკითხვისას ირაკლი ფირცხალავა შეუძლოდ გახდა

122

თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ე.წ. მატროსოვის ციხეში გამოკითხვისას ირაკლი ფირცხალავა შეუძლოდ გახდა და პირველადი სამედიცინო დახმარება მას სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა.
”თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა მოწმის სახით ირაკლი ფირცხალავას მოსამართლის წინაშე დაკითხვის თაობაზე. მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ირაკლი ფირცხალავამ უარი განაცხადა მოწმის სახით გამოკითხვაზე.
ირაკლი ფირცხალავას ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, დახურული სასამართლო სხდომა სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში გაიმართა. სხდომის გახსნისთანავე დასაკითხმა პირმა სასამართლოს განუცხადა, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას უკვე მეოთხე დღეა მიმართავს და ადვოკატის გარეშე ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
ირაკლი ფირცხალავას მიეცა ოჯახთან სატელეფონო კომუნიკაციის საშუალება მისი ადვოკატით უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნულის შემდეგ მოწმის სახით დასაკითხი პირი შეუძლოდ გახდა და პირველადი სამედიცინო დახმარება მას სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა.
ფირცხალავას ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სხდომა პირის დაკითხვის გარეშე დასრულდა”, – ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები