LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებულებმა, სააკაშვილის მიმართ სოლიდარობის ნიშნად შიმშილი დაიწყეს

707
image-2021-10-04-124736

ე.წ. კორტების საქმეზე მსჯავრდებულებმა ირაკლი ფირცხალავამ და გიორგი ცააძემ მიხეილ სააკაშვილისთვის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს.

როგორც ფირცხალავას მეუღლე ნინო ხვიტია აცხადებს, ცააძე და ფირცხალავა იქამდე იშიმშილებენ, ვიდრე შიმშილობას თავად სააკაშვილი არ შეწყვეტს.

სპეცოპერაციიდან 9 წლის შემდეგ, 2015 წლის 2 თებერვალს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით 11 ყოფილი და მოქმედი პოლიციელი დააკავა.

მათგან ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძეს სასამართლოს გადაწყვეტილებით, 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ