LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი პატიმრობიდან გათავისუფლებიდან რამდენიმე საათში კვლავ დააკავეს

703
3752_0

ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი, რომელიც დღეს პატიმრობიდან გათავისუფლდა, რამდენიმე საათში კვლავ დააკავეს. ამის შესახებ რუსული მედია ქალაქ სოლ-ილეცკის მოსამართლის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც ცნობილია, სამართალდამცველებმა ტარიელ ონიანი ციხის დატოვების დროს დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც 40 დღეს გაატარებს.

მედიის ცნობით, ამის მერე მისი რუსეთიდან დეპორტაცია მოხდება.

რუსული მედიის ცნობით, ტარიელ ონიანი ესპანეთში მის წინააღმდეგ არსებული საქმის გამო დააკავეს. დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულადი სახსრების ლეგალიზაციისთვის ტარიელ ონიანზე ესპანეთმა 2006 წელს საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები