LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. ჭკვიანმა კამერებმა დაბურულშუშებიანი მანქანა დააჯარიმა

93

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის, ინფორმაციით, ე.წ. ჭკვიანი კამერების მუშაობის პირველივე დღეს ჯარიმები დაბურულშუშებიან მანქანებზეც გამოიწერა.

როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, გარკვეული კატეგორიების სპეციალური მანქანების გარდა, ჯარიმები ყველა ავტომანქანაზე დაიწერება, იმის მიუხედავად, ავტომანქანა სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება თუ კერძო საკუთრებაში.

„ჩვენი მიზანია, ყველამ დაიცვას კანონი. ვაჯარიმებთ ყველას, იმის განურჩევლად, სახელმწიფო საკუთრებაშია ეს მანქანა თუ – მოქალაქის. არის გარკვეული მანქანების კატეგორიები – სასწრაფო დახმარება, სახანძრო, სპეცრაზმი და ა.შ. რომლებსაც არ დავაჯარიმებთ, მაგრამ თუ რომელიღაც დეპარტამენტის ხელმძღვანელი გამოვიდა სამსახურიდან ან შესვენებაზე გავიდა და დაარღვია მოძრაობის წესები, მასზე ეს რეჟიმი არ გავრცელდება და მოხდება მისი დაჯარიმება,“ – განაცხადა ხუციშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები