აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველო უკვე დატოვა. სამწუხაროდ, მაიკ პომპეომ ქართული ღირშესანიშნაობების გაცნობა ვერ მოასწრო, თუმცა კანცელარიის შენობიდან პრემიერ-მინისტრმა თბილისის ხედები დაათვალიერებინა.
სწორედ ამ დროს გადაღებულმა ფოტომ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება დაიმსახურა.
როგორ დაასათაურებდით? იკითხეს სოციალური ქსელის მომხმარებლებმა და ვერსიებმაც არ დააყოვნა.
„იქიით ვარკეთილიაო, ალბათ ეუბნება“.
„ეტყობა, უკან არ უნდოდა გაეხედა და რაღაცას აჩვენებს“.
„მიშას ხიდი დაანახა“.
„ახალ ბინებს აჩვენებს, ხომ არ შეიძენდიო“ .
„აგერ ცხოვრობს დირექტორი“.