ლოს ანჯელესში, ოსკარების რიგით 90-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის ნომინაციაში გამარჯვებული კობი ბრაიანტი და გლენ კინი გახდნენ. “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ლეგენდარული კალათბურთელი, ფილმისთვის “ძვირფასო კალათბურთო” (Dear Basketball) გამოარჩიეს.
ხუთწუთიანი ანიმაციური ფილმის სცენარი კობი ბრაიანტს ეკუთვნის. მან აგრეთვე მიიღო მონაწილეობა ტექსტის შედგენაში. ფილმი ბრაიანტის თამაშის მიმართ სიყვარულსა და მის განვლილ გზას აღწერს.
“ოსკარის მიღებამ უფრო მეტად გამახარა, ვიდრე ნბა-ს ჩემპიონობამ”, – განაცხადა კობიმ დაჯილდოების ცერემონიალზე.
https://www.youtube.com/watch?time_continue=4&v=0sRxz5GF3Yo