მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და ძვირადღირებული განქორწინების მიუხედავად, რომელმაც ჯეფ ბეზოსს მილიარდები დააკარგინა, ის მაინც ნომერ პირველი უმდიდრესი ადამიანია.
პოპულარულმა ჟურნალმა Forbes-მა 2019 წლის 400 უმდიდრესი ამერიკელის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის ლიდერიც სწორედ „ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია. მისი ქონება 114 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ წინა წელს, განქორწინებამდე მის ანგარიშზე 160 მილიარდი იყო.
რაც შეეხება Forbes-ის უმდიდრესი ამერიკელების 400 კაციანი სიის სხვა ლიდერებს – აქ მეორე პოზიციაზე Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი აღმოჩნდა, რომელიც ბეზოსს 8 მილიარდი დოლარით ჩამორჩება.
„ფორბსის“ მილიარდერთა რეიტინგში, ბიძინა ივანიშვილის ქონება 4,9 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული
გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 300 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა
უმდიდრესი ამერიკელების ხუთეულში არიან ასევე: უორენ ბაფეტი, რომლის ანგარიშზეც 80,8 მილიარდია; მარკ ცუკერბერგი -69,6 მილიარდი დოლარით და ლარი ელისონი 65 მილიარდით.
აღსანიშნავია, რომ Forbes-ის მონაცემებით, 400 ამერიკელის შემოსავალმა 2019 წელს მთლიანობაში, რეკორდულ მაჩვენებელს – 2.96 ტრილიონს მიაღწია, რაც 2.2% -ით მეტია 2018 წლის მონაცემებზე.