აშშ–ს სამომხმარებლო ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ ძვირადღირებული ავტომობილები ბევრად უფრო სწრაფად იყიდება, ვიდრე შედარებით ხელმისაწვდომი მოდელები, თანაც როგორც ახალი ასევე ძველი მოდელები.
ამერიკულმა პორტალმა iSeeCars ძველი თუ სულ ახალი ავტომობილების გაყიდვები გააანალიზა და იმ დღეების საშუალო რაოდენობა შეადგინა, რამდენიც ამა თუ იმ მოდელის გასაყიდად იყო საჭირო. აღმოჩნდა, რომ ყველაზე ხშირად მყიდველს 84 689 დოლარად შეფასებული Chevrolet Corvette პოულობდა, საშუალოდ 10 დღეში.
მეორე ადგილს 48 013 დოლარიანი Lexus Is 350 იკავებს და მისი მაჩვენებელი 10,9 დღეა. მესამეა Geneis GV80, რომლის ფასიც 64 624 დოლარია და გასაყიდად კი 14,4 დღე იყო საჭირო. ბოლო ადგილი დაიკავა 31 673 დოლარიანმა Subaru Forester–მა(23,6 დღე). სიაში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი Mercedes-Benz GLS–ია და 100 643 დოლარიან მანქანას ახალი მფლობელის საპოვნელად 18,3 დღე დასჭირდა.
აღსანიშნავია, რომ იგივე ტენდენციაა მეორადი ავტომობილების ბაზარზეც და შედარებით ხელმისაწვდომ მოდელებს ახალი მფლობელის პოვნა ძალიან უჭირთ.