LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძველმა და ახალმა Porsche–ებმა გაყინულ ტბაზე გაისეირნეს

44

ძველმა და ახალმა Porsche 911–ებმა გაყინულ ტბაზე გაისეირნეს. ვიდეო შვეიცარიაში, სენტ-მორიცის ტბაზეა გადაღებული და ის თავად გერმანულმა ავტომწარმოებელმა გაავრცელა. როგორც კადრებში ჩანს, ახალი თაობის 911 GT2 RS-მა და კუპე 911S-მა ექსტრემალები ჩაიბეს და ყინულზე ასრიალეს.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული კუპე რბოლებში 1970-იან წლებში მონაწილეობდა და ის მაშინ დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა. რაც შეეხება Porsche 911 GT2 RS-ს – მისი პრემიერა 2017 წლის ზაფხულში შედგა. მოდელი 3,8 ლიტრიანი ტურბოძრავითაა აღჭურვილი და 700 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. 0-დან 100 კმ-ს სუპერქარი სულ რაღაც 2,8 წამში ავითარებს და მისი მაქსიმალური სიჩქარე 340 კმ/სთ-ია. კუპე  ნიურბურგრინგის ტრასის ყველაზე სწრაფი ავტომობილის ტიტულსაც ფლობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები