LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძველი საშობაო ფილმი ,,მაღაზია ქუჩის კუთხეში”, რომლის მიხედვითაც შეიქმნა მელოდრამა „თქვენთვის წერილია“

5460
საშობაო-ფილმი

ყველას გვიყვარს და გვახსოვს 90-იანი წლების რომანტიკული მელოდრამა „თქვენთვის წერილია“. არადა ცოტამ თუ იცის, რომ ამ არაჩვეულებრივი ფილმის სცენარი ძალიან ადრე, უფრო კონკრეტულად კი 1940 წელს დაიწერა. „მაღაზია ქუჩის კუთხეში“ ასე ჰქვია ყველა დროის ყველაზე ლამაზ საახალწლო კინოკომედიას, რომელიც ეკრანებზე 40-იან წლებში გამოვიდა. ეს გახლავთ პატარა მაღაზიის მფლობელის, ალფრედ კლარკისა და ახალგაზრდა ქალის კლარა ნოვაკის სიყვარულის ისტორია, რომლებიც ერთმანეთს საერთოდ არ იცნობენ და მათი რომანი მხოლოდ სასიყვარულო მიმოწერებით ვითარდება. წერილებს ისინი საფოსტო ყუთით გზავნიან  და ელოდებიან იმ სასწაულ მომენტს, როცა ერთმანეთს შეხვდებიან. ყველაფერს კი შობის ჯადოსნური ატმოსფერო დაკრავს.

ფილმს სცენარად დაერთო ცნობილი დრამატურგის მიკლოშ ლასლოს პიესა „პარფიუმერული მაღაზია“ და ერნ ლუბიჩმა ის 7500 დოლარად იყიდა.

თავდაპირველად გადაღებები 1938 წელს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ კონტრაქტი რეჟისორმა მხოლოდ 1939 წელს გააფორმა კინოკომპანია MGM-თან, თავდაპირველად კლარა ნოვაკის როლზე ჯანეტ გენორისა და დოლი ხასის კანდიდატურები განიხილებოდა.

მარგარეტ სალავანი და ჯეიმს სტიუარტი ამ დროისთვის სხვა პროექტით იყვნენ დაკავებულები, რეჟისორმა ამის გამო ფილმის გადაღებები გადადო. რეალურად სალავანი და სტიუარტი უახლოესი მეგობრები იყვნენ, ეს ფილმი მათი მესამე ერთობლივი ნამუშევარია.

ფილმის ბიუჯეტი 500 ათასი დოლარია და მისი გადაღებები 28 დღეს გაგრძელდა, ძირითადად ფილმს ნოემბრისა და დეკემბრის თვეში იღებდნენ.

ლუბიჩს ხშირად სდებდნენ ბრალს იმაში, რომ ის ფილმებში ბევრ ძვირადღირებულ კოსტიუმს იყენებდა, ამის გამო, რეჟისორმა მთავარი გმირის, კლარას კაბა 1.98 დოლარად იყიდა, უფრო კონკრეტულად კი ის ფასდაკლებების დღეს შეიძინა. ლუბიჩი ამბობდა, რომ ეს ფილმი არ იყო გათვლილი მაღალ კომერციულ მოგებაზე, თუმცა ისე გამოვიდა, რომ „მაღაზია ქუჩის კუთხეში“ მისი საყვარელი ნამუშევარი გახდა. ყველა გამოკითხვით, ეს კინოსურათი ყველა დროის ყველაზე ყურებადი საშობაო ფილმების სიაში ლიდერია, 1999 წელს ის ამერიკული ფილმების რეესტრში შეიტანეს.

პიესა „პარფიუმერული მაღაზია“, რომლის მიხედვითაც ეს ფილმი გადაიღეს, კიდევ რამდენჯერმე მოხვდა დიდ ეკრანზე, მათ შორის სწორედ ამ სცენარით შეიქმნა ფილმი „თქვენთვის წერილია“, სადაც მთავარ როლებს მეგ რაიანი და ტომ ჰენკსი ასრულებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები