LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძნელია წარმომავლობის გაგება, მაგრამ შემაშფოთებელია, რომ პოლიტიკოსებმა აიტაცეს – ზალკალიანი ბოლტონის ვიზიტთან დაკავშირებულ დეზინფორმაციაზე

124

საქართველო არის მნიშვნელოვანი ქვეყანა ამერიკისთვის, რაზეც ბევრმა კონგრესენმა განაცხადა. აუცილებელია გახსნას აშშ-მ თავისუფალი ვაჭრობის გზა, შეთანხმების გაფორმების თვალსაზრისით,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. ზალკალიანი ჯონ ბოლტონის ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ძნელია იმაზე საუბარი თუ საიდან მოდის ეს პროპაგანდა, თუმცა, შემაშფოთებელია, როცა მას პოლიტიკოსები და ექსპერტები აიტაცებენ.

“საუბარია პერსპექტივებზე, რომლებიც ორმხრივად განსახილველია, როგორც ამერიკისთვის ისე საქარველოსთვის. გამომდინარე საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან, ჩვენ უკვე ძალიან სერიოზული საქმიანობა განხორციელებული გვაქვს საკანონმდებლო დონეზე. თემა იყო ასევე აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ვიზიტის მიმართულებით, რადგან მისი განცხადება იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. აუცილებელია შემდგომი ნაბიჯები გადაიდგას ამ მიმართულებით. მ

რჩევლის განცხადებას ასევე ემატება 28 კონგრესმენის მიერ ხელმოწერილი წერილი ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელზე. მომავალში ჩვენ პარტნიორთან აუცილებლად გავაგრძელებთ საქმიანობას. ის ურთიერთიერთობების დონე რაც არსებბოს ჩვენს შორის, თავდაცვის უსაფრთხოების იყოს სრულ თანხვედრაში, ეკონომიკურ თანხვედრასთან. ასევე მინდა ყურადღება გავამახვილო იმ ცრუ ინფორმაციასთან რაც გავრცელდა რომ თითქოს ელჩის ვიზიტის დროს საუბარი იყო ჯაველინების სისტემის საქართველოსთვის მიწოდების შეწყვეტაზე, რაც დიდი ტყუილია. ეს ტყუილები ზიანს აყენებს საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობებეს, პარტნიორობას და ა.შ. ეს პროპაგანდა ვისგან მოდიოდა ძნელია ამაზე საუბარი. საეჭვოა წარმომავლობის გაგება, ვისგან არის წამოსული. მთავარი შემაშფოთებელი იყო ჩვენთვის ამ ინფორმაციის ატაცება პოლიტიკოების და ექსპერტებისგან. უნდა ჩატარდეს მოკვლევა, თუ როგორი და რა წყაროების მხრიდან ხდება მსგავსი სახის დეზინფორმაციები,”- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

რაც შეეხება ნატოსთან ინტეგრაციას, მინისტრის თქმით, საქართველო არის ასპირანტი ქვეყანა, რომელსაც ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს ნატოში გაწევრიანებისთვის და ეს არის ასახული ყველა დეკლარაციაში.

“მინდა გამოვყო ბოლო დეკლარაცია რომელიც ნატოს მეთაურების მიერ იქნა მიღებული სადაც საუბარია საქართველო გახდება ნატოს წევრი და საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია,”- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმად, 2000 დან 20 000 მდე იზრდება ე.წ. საზღვრის კვეთის ჯარიმა.

“ესაა უკანონო ნაბიჯი და შეფერხება უფლების, რასაც თავსუფალი გადაადგილება ეწოდება. ჩვენს მოქალაქეებს ეს ისედაც შეზღუდული აქვს და საპასპორტოს გადახდა ახალ ბარიერებსა და გართულებებს შექმნის. ამის შესახებ ჩვენ ყველას ვაცნობებთ გაეროს ევროკავშირსა და ჟენევის თანათავჯდმორეებს და ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი,”- განაცხადა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები