LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძნელია სხვა ასეთი სამარცხვინო ადგილის პოვნა ქალაქში”

254

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია თბილისში არსებულ მოუწესრიგებელ მიწისქვეშა გადასასვლელებზე პოსტს აქვეყნებს.

ასოციაცია, თავისუფლების მოედანზე, მიწისქვეშა გადასასვლელთან მყოფი ტურისტების ფოტოს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ქალაქის ცენტრში, სადაც უამრავი ტურისტი იყრის თავს, მოუწესრიგებელი გადასასვლელი, პანდუსის გარეშე ქვეყნის სამარცხვინო სახეა.

“ეს თავისუფლების მოედანზე (ლეონიძის ქუჩის დასაწყისი) მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელია. ფოტოზე ჩანს, როგორ წვალობენ მშობლები (ტურისტები)რომ ბავშვი უსაფრთხოდ გადაიყვანონ ქუჩის მეორე მხარეს. ეს ქალაქის შუაგულია, აქ უამრავი ტურისტი იყრის თავს და ძნელია, სხვა ასეთი სამარცხვინო ადგილის პოვნა ქალაქში. აქვე ექმნება სტუმარს პირველი შთაბეჭდილება თბილისის მერიის შესახებ. ეს მიწისქვეშა გადასასვლელი კი, ერთგვარი სახეა ჩვენი უპასუხისმგებლობის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისა და სტუმრების მიმართ უპატივცემულობის. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს აღნიშნული მიწისქვეშა გადასასვლელი: კატასტროფული ანტისანიტარული მდგომარეობა, არ არის განთავსებული პანდუსი, არის სარემონტო. მიუხედავად მერიის არაერთგზის დაპირებისა, 2014 წლიდან დღემდე, რომ მოაწესრიგებდა მიწისქვეშა გადასასვლელებს, დაპირება დაპირებად რჩება. საგზაო შემთხვევებში კი, ყოველწლიურად საშუალოდ 150 ქვეითი იღუპება,” – ნათქვამია საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის განცხადებაში.