რაჭაში, სტიქიის დროს დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა ია მერებაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს თუ რა ძნელია იმ რეალობასთან შეგუება, რაც 3 აგვისტოს შემდეგ უწევს.
როგორც ია მერებაშვილი წერს, დათო უფრო მეტს ზრუნავდა საყვარელ ადამიანებზე, ვიდრე თავად მოითხოვდა ზრუნვას.
„ძნელია და ვერასოდეს აღვიდგენთ იმ წონასწორობას, რომელიც მთლიან ოჯახს გვქონდა დათოს, გიას, ნათიას და ჩემი ჩათვლით. ძნელია იმ აზრის შეგუება, რომ მინაწერზე, როგორ ხარ? პასუხს აღარ დამიბრუნებს.ძნელია, როდესაც მის ხმას ვეღარასოდეს გავიგებ, მასზე ვეღარ ვიზრუნებ ამ სამყაროში. თუმცა დათო უფრო მეტს ზრუნავდა ჩვენზე, ვიდრე ჩვენგან მოითხოვდა ზრუნვას…“, – წერს ია მერებაშვილი.
ძნელია და ვერასოდეს აღვიდგენთ იმ წონასწორობას, რომელიც მთლიან ოჯახს გვქონდა დათოს, გიას, ნათიას და ჩემი ჩათვლით. ძნელია…Posted by Ia MerebaSvili on Saturday, October 7, 2023