ლილოს ტერიტორიაზე მდებარე „ჩაინა ლილო სითის“ მეპატრონე ლაურა ღაჭავა პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ამ ეტაპზე ხანძრის მიზეზად დივერსიის დასახელება არასწორია.
ის ადასტურებს, რომ ბაზრობის გეგმური შემოწმება მიმდინარეობდა, დოკუმენტაციაც ამოღებულია, მაგრამ ხანძრის დაკავშირება ამ შემოწმებასთან სწორი არის.
„ვერ გეტყვი, რომ ეს მიზანმიმართულად მოხდა. ძნელია ახლა ამაზე ლაპარაკი. ხელისუფლებასთან პრობლემები არ მაქვს“,- აღნიშნა ღაჭავამ.
მისივე თქმით, ხანძარი ელექტროენერგიიდანაც არ უნდა იყოს გაჩენილი, რადგან ელექტროგაყვანილობის სისტემა მოსაწერსიგებულია.
შეგახსენებთ, ლილოში ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.