ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს უმასპინძლა. აზერბაიჯანი პირველი ქვეყანაა, სადაც გიორგი გახარია მთავრობის მეთაურის სტატუსით ჩავიდა. ფაქტია, რომ ვიზიტი შემთხვევითი არ არის. უკავშირდება თუ არა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან აუდიენცია ორი ქვეყნის სადავო საზღვარზე არსებულ სიწმინდეს და დავით გარეჯში დღეს არსებულ ვითარებას – ამაზე მკაფიო განმარტება გიორგი გახარიას დღეს არ გაუკეთებია, თუმცა პრობლემის მოგვარების ქართული ნარატივი უცვლელია.
როგორც მთავრობის მეთაური ამბობს, ამ ვიზიტით მოყვარეებსაც და მტრებსაც კიდევ ერთხელ დაუმტკიცებენ, რომ არ არსებობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძმურად და მეგობრულად გადაუწყვეტელი პრობლემები.
“საქართველო და აზერბაიჯანი ყოველთვის იპოვიან სწორ სიტყვებს და გზებს არსებული პრობლემების გადასაწყვეტად”, – განაცხადა გახარიამ.
ალიევმა კი აღნიშნა, რომ საქართველო აზერბაიჯანისთვის ყველაზე ახლო მეგობარს, მეზობელს და პარტნიორს წარმოადგენს.
,,ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა, განსაკუთრებით ნავთობის, გაზის, ტრანსპორტის სფეროში, გასცდა რეგიონულ ფარგლებს და საერთაშორისო დონეზე ავიდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხალხთაშორის ურთიერთობებს“- განაცხადა ალიევმა
დავით ქაცარავა: აზერბაიჯანულმა მხარემ გარეჯის მთის ძირში სამხედრო ბაზა ააშენა, რომელიც ჯარისკაცებით არის სავსე (ფოტო)
აზერბაიჯანში დღეს გამართულმა აუდიენციამ განსაკუთრებული ინტერესი იმ ფონზეც გამოიწვია, რომ ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, საპატრიარქომ პრემიერს საგანგებო წერილით მიმართა. ილია მეორე გიორგი გახარიას დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებულ სადავო საკითხის სასწრაფო წესით მოგვარებას სთხოვს.
პატრიარქი დემარკაციის პროცესის დასრულებამდე სტატუს-კვოს აღდგენას მოითხოვს და წერს, რომ ,,უდაბნოს” და ,,ჩიჩხიტურის” მონასტრებთან დაკავშირებით აზერბაიჯანული მხარის ქმედებები გაუგებარია და საპატრიარქო ამას არ შეეგუება.
პრემიერის პრესამსახურის ინფორმაციით, გახარია-ალიევს შორის გამართულ აუდიენციისას ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილდა ყურადღება, თუმცა, მოხვდა თუ არა დღის წესრიგში საზღვრის დელიმიტაციის თემა, ჯერჯერობით უცნობია.
2019 წლიდან ჩვენ ფაქტობრივად ჩამოგვართვეს ჩიჩხიტური და აღდგომის მონასტერი – ასეთია ციტატა იმ განცხადების, რომელიც უწმინდესობამ გუშინ საღამოს გაავრცელა და საქართველოს ხელისუფლებას გაუგზავნა.
“ამდენი ხნის რეალობა წელს, ყოველგვარი ლოგიკის გარეშე, შეიცვალა, ჩვენ ვერ შევეგუებით”-პატრიარქი დავით გარეჯზე
ვის ეკუთვნის დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერი? – ამ საკითხზე საპატრიარქო და საზოგადოება რეაგირებას, ხელისუფლება კი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის დასკვნას ელოდება, რომელიც დაახლოებით ხუთი თვეა მუშაობს.
ვითარება სამონასტრო კომპლექსში
დავით გარეჯში სიტუაცია არც პრემიერის მიერ დაანონსებული ვიზიტის და არც პატრიარქის განცხადების ფონზე არ შეცვლილა. უკვე მეოთხე თვეა სიტუაცია ჩიჩხიტურის მონასტრამდე უცვლელია. უდაბნოსთან მისასვლელი ბილიკი და მათ შორის აღდგომის ტაძარი დღესაც ჩაკეტილია. იქ არ უშვებენ არავის, არც სასულიერო პირებს და არც მომლოცველებს.
დავით გარეჯთან დაკავშირებით გიდები ხელისუფლებისგან რეაგირებას მოითხოვენ
უმოქმედობის შემთხვევაში გიდები აქციებს აანონსებენ.
ადგილობრივი სასულიერო პირები ამბობენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლების რეაგირება მწვავე არ არის.
ბაქოში გახარიას ვიზიტის პარალელურად დავით გარეჯში საპროტესტო აქციაც გაიმართება. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრების პროტესტის აზერბაიჯანული მხარის მიერ ჯერაც სადავო ტერიტორიაზე სასაზღვრო ნაგებობების – ბაზის მშენებლობაა.