LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძმებმა არველაძეებმა ლურჯი მოცვის ბიზნესი დაიწყეს

744
169787621-208016410670177-1501572069449958287-n

ძმებმა არველაძეებმა (შოთი, აჩი, რეზი) ლურჯი მოცვის ბიზნესი დაიწყეს და კომპანია „ბლუბერი ფარმი“ დაარსეს. როგორც „ბიზნესპარტნიორში“ საუბრისას კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა აჩი არველაძემ განაცხადა, მოცვის ბაღები გურიაში, ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში 27 ჰექტარზეა გაშენებული. პროექტში რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ არველაძეებმა ბაღების გაშენება გასულ წელს დაიწყეს, პირველ, სატესტო მოსავალს კი წელს ელოდებიან. მიღებული პროდუქცია ძირითადად ექსპორტზე იქნება ორიენტირებული.

შეგახსენებთ, საქართველოში, ლურჯი მოცვის ბაღები 700 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებული. 2019 წლის მონაცემებით, ქვეყნიდან დაახლოებით 700 ტონამდე ლურჯი მოცვია ექსპორტირებული, რომლის ღირებულება რამდენიმე მილიონი დოლარია.

ცნობისთვის, საქართველოდან ლურჯი მოცვის ექსპორტი რამდენიმე წლის წინ საერთოდ არ ხორციელდებოდა. თუ ფერმერების მხრიდან დაინტერესების ეს ტემპი შენარჩუნდა, რაც დღეს არის – მომავალში ჩვენს ქვეყანას ათეულობით მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქციის ექსპორტის მოლოდინი აქვს. ლურჯი მოცვის წარმოებაში ქართველ ფერმერებს გამოცდილება ნელ-ნელა უგროვდებათ. სახელმწიფოც ინტენსიურად არის ჩართული ამ პროცესში. მაგალითად, პროექტი „დანერგე მომავალი“ ითვალისწინებს მნიშვნელოვან საგრანტო დახმარებასა და თანადაფინანსებას, რაც მოტივაციაა ინვესტორებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები