ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის და საზოგადოებას მიმართავს. მარიამ სარალიძე ტრაგედიის დღეს კიდევ ერთხელ იხსენებს და ამბობს, რომ ბოლომდე ვერ იაზრებს, რაც მოხდა.
ის მკვლელების დასჯას ითხოვს და ამისთვის საზოგადოებას თანადგომას სთხოვს.
“ძალიან ცუდია, როცა იაზრებ, რომ ის აღარ არის. სკოლიდან მოსვლისას სულ ვეძებ და მგონია, რომ მელოდება საჭმელი გავუკეთო.
რეალურად, როდესაც უყურებ სხვის ტრაგედიას, შეიძლება უთანაგრძნო, მაგრამ ვერასოდეს ვერ გაიგებ , რამხელაა ტკვილია მათთვის. ვითხოვ, რომ აღსრულდეს სამართალი, რადგან არ მინდა სხვებსაც დაემართოს ის, რაც ჩემს ოჯახს დაემართა.
თუ მკვლელებს არ დასჯიან, საქართველოში გაჩნდება დაუცველობის განცდა. აქ არის საუბარი ჩვენს თანატოლებზე, მოზარდებზე, საქართველოს კი მენტალიტეტი ისე ჩამოუყალიბდება, რომ ამ ქვეყანაში არასდროს არავინ დაისჯება.
დაუცველობის განცდის გამო, ამ ქვეყანაში დარჩენის სურვილი არავის გაუჩნდება. მინდა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ სხვაგან გავაგრძელო ცხოვრება, იმის გამო, რომ ჩემს ქვეყანაში თავს დაცულად არ ვგრძნობ.
მინდა, მოგმართოთ მთელ საქართველოს, ჩემს თანატოლებს თუ ჩემზე უფროსებს, ეს არ არის მხოლოდ ჩემი ოჯახის პრობლემა, ეს არის მთელი საქართველოს პრობლემა. ჩემს ძმას ვეღარ დავაბრუნებ, მაგრამ ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თქვენმა ოჯახმა არ განიცადოს ის ტკივილი , რაც ჩემმა ოჯახმა განიცადა და არ მოკვდნენ ახალგაზრდები”- ამბობს მარიამ სარალიძე
https://www.facebook.com/humanrights.ge/videos/2665401643470644/?action_history=null&__xts__[0]=68.ARAbknTSFUuwyyhHXMVrSU3deIq79nSO4klIltuD7ulobNecVQLWhVMPMX8tYpCfL1iJp624SO4V-_f45v4WhDMykYI1lRl0heW7xjSrb_Dk4M3ooSujMvkQj6u50nTr3kL5Z1r43ZoEKFSu1OGak9vnJPazoacw2EWCHz9BP2X1X8gbz_UZoH_pn8J_ENUf0TAnwNpiqPyyVbLbw6CUpf3RKDSryoG8AGgHC1SeSaCwL7jGVcWNAcpiki68NxBr_eAgJxlyuG78Uryf_CTl_6bV_d27l9ZwqMKFdVflPFaN4E2oQS_ERvjSvmZPQ_ceN5WNBrFO6nguwA&__tn__=-R
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, დღეს, 27 მაისს, 16:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შენობის წინ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების სოლიდარობის აქცია მოთხოვნით – აღასრულე სამართალი! გაიმართება.
“სამწუხაროა, მაგრამ, დღესაც, შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა არ არიან ადეკვატურები 2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმესთან მიმართებაში, რაზეც ნათლად მეტყველებს ის ფაქტი, რომ, ერთი მხრივ, პროკურატურა მთელი ძალით ცდილობს, გაიტანოს პირვანდელი ბრალდება სააპელაციო სასამართლოში, ხოლო, მეორე მხრივ, ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა ძირითადი საქმიდან გამოყოფილ საქმეზე (გამოყოფილი საქმე ეხება შეუტყობინებლობისა და მოწმეთა მიმართ განხორციელებული ზემოქმედების ფაქტს).
არასამთავრობო სექტორი ითვალისწინებს ამ განაჩენის მნიშვნელობასა და საქმის მიმართ არსებულ საჯარო ინტერესს და მოუწოდებს მოსამართლეებს, იყვნენ ობიექტურები, მიუკერძოებლები და პრინციპულები.
არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე მიმართავენ მოსამართლეებს, განსაკუთრებული წვლილი შეიტანონ ამ საქმეზე ყველა დამნაშავის გამოსააშკარავებლად და საბოლოოდ სიმართლის დასადგენად”- აცხადებენ სოლიდარობის აქციის ორგანიზატორები.