გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
სააგენტოს ცნობით, 20-დან 23 ივლისამდე საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოსალოდნელია შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.