ძლიერმა ცეცხლმა აბასთუმანში მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლის ქრობის სამუშაოების გამო, დაბინძურდა წყლის სათავე, რის გამო ადგილობრივ მოსახლეობას წყლის მიწოდება შეუწყდათ.
ადგილობრივები ხანძრის გაჩენის მიზეზებზეც საუბრობენ. აბასთუმნის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ადგილი, სადაც ცეცხლი გაჩნდა, მიუვალია, ამიტომ ჩნდება ეჭვები დივერსიის შესახებ.
აბასთუმნის ტყეში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, დამწვარია, დაახლოებით, 5-დან 7 ჰექტრამდე ტყის მასივი.