LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი წვიმის გამო გომბორის უღელტეხილისკენ მიმავალი გზები გადაკეტილია

119

უამინდობის გამო, გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საავტომობილო მოძრაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.

„კახეთის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები თბილისი-ბაკურციხე-თელავის საავტომობილო მაგისტრალით ისარგებლებენ. გომბორის უღელტეხილზე ავტომანქანით გადაადგილება ამინდის გაუმჯობესების შემდეგ აღდგება“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ამ ეტაპზე ძლიერი წვიმის გამო მოძრაობა საქართველოში გზების სხვა მონაკვეთებზე გადაკეტილი არაა, მათ შორის, არც თბილისში, ვაკისა და საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზაზე.

შეგახსნეებთ, თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად “ახმეტელის” მიმდებარე ტერიტორია და მიწისქვეშა გადასასვლელი დაიტბორა. პრობლემები შექმნა უამინდობამ დუშეთის რაიონშიც, სადაც საცხოვრებელი სახლის სარდაფები დაიტბორა.

“ამ წუთებში მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. დაშავებულები არ არიან”, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში