თბილისის სხვადასხვა უბანში ძლიერი წვიმა და სეტყვა დაიწყო. უამინდობის შედეგად მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა. გლდანი-ნაძალადევის რაიონში წვიმას თან ერთვოდა ძლიერი სეტყვაც, რის გამოც გლდანს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
დატბორილია მეტროს ჩასასვლელთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელიც. საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში აცხადებენ, ტერიტორიიდან წყალი უკვე ამოტუმბულია.
ამ ეტაპზე მოსახლეობის მხრიდან სხვა გამოძახება ჯერჯერობით არ ყოფილა.
უამინდობამ პრობლემები შექმნა რეგიონებშიც. დუშეთის რაიონში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა.
“ამ წუთებში მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. დაშავებულები არ არიან”, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.