LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი სტრესის ქვეშ ნეაპოლში, დედასთან ერთად იმყოფება: რას წერს იტალიაში 5-დღით გაუჩინარებული გოგოს ძმა

2105
1

იტალიაში, 5-დღიანი ძებნის შემდეგ ნაპოვნი სალომე ტეტუნაშვილის ძმა, ბადრი ტეტუნაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და შესაბამის უწყებებს დახმარებისთვის მადლობას უხდის.

როგორც ტეტუნაშვილი აღნიშნავს, ოჯახს ჰყავს ადვოკატი, რომელიც სწრაფად მიიყვანს გამოძიებას ბოლომდე და ყველა დეტალი ეცოდინებათ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის სალომე ტეტუნაშვილი ძლიერი სტრესის ქვეშ, ნეაპოლში, დედასთან ერთად იმყოფება:

“როგორც იცით, 5-დღიანი ძებნის შემდეგ, ჩემი და, სალომე ტეტუნაშვილი ვიპოვეთ, რაც მთავარია ცოცხალი. ის იმყოფება ძლიერი სტრესის ქვეშ ნეაპოლში, დედასთან ერთად.

ამ წუთას სხვა რაიმე დამატებითი ინფორმაცია არ გვაქვს. მიმდინარეობს გამოძიება და იმედი გვაქვს, ყველაფერი რაც შეიძლება მალე იქნება ცნობილი. ძალიან დიდი მადლობა ქართველ ემიგრანტებს, წარმოუდგენელი გვერდში დგომისთვის, არ იშურებდნენ ძალას, რომ სალომე გვეპოვა, არ ტოვებდნენ დედას არც ერთი წუთით მარტო, ეს ადამიანური თანადგომა ყველაზე ძვირფასი იყო ჩვენთვის.

მადლობა და ვამაყობთ თქვენით. ასევე ძალიან დიდი მადლობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საელჩოს იტალიაში, კონსულს ქალბატონ ნატალია კორძაიას, რომელიც ოჯახის მიმართვისთანავე ჩაერთო საკითხში, გამუდმებით ყველაფერს აკეთებდა, რომ დაეჩქარებინა პროცესები და ყველანაირად დაგვხმარებიდა.

ოჯახს უკვე გვყავს ადვოკატი, რომელიც, იმედი გვაქვს, გამოძიებას ძალიან სწრაფად მიიყვანს ბოლომდე და ყველა დეტალი გვეცოდინება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა ადამიანს! თქვენ შეძელით ჩვენი გაძლიერება, ამ ურთულესი 5 დღის განმავლობაში”, – წერს ბადრი ტეტუნაშვილი.

შეგახსენებთ, იტალიაში გაუჩინარებული 27 წლის ემიგრანტი, სალომე ტეტუნაშვილი, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ, გუშინ იპოვეს.

იტალიაში დაკარგული ემიგრანტი – სალომე ტეტუნაშვილი კლინიკაში იპოვეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები