ძლიერი სეტყვა იყო სიღნაღში. მუნიციპალიტეტის 2 სოფელი დაზარალდა. სტიქია 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
სოფელებში ძველ ანაგასა და ჯუგაანში საკარმიდამო ნაკვეთები, ბაღჩეული და ბოსტნეული კულტურები, ვენახი, ასევე ხორბლისა და ქერის ყანები დაზიანდა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის, გოგი გოგილაშვილის განცხადებით, ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები სტიქიისგან დაზარალებულ სოფელში ჩავლენ და ადგილზე შეისწავლიან ვითარებას.