კახეთი მეორე დღეა ძლიერ სტიქიას ებრძვის. სეტყვამ ვენახები, ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები დააზიანა.
დასეტყვილია გურჯაანიის, საგარეჯოს, ყვარლის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები. განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
კაჭრეთი, ქოდალო, არაშენდა, ხაშმი, პატარძეული, ბაისუბანი-ეს მხოლოდ რამდენიმე სოფელია იმ ვრცელი ჩამონათვალიდან, რომელიც დღეს სტიქიის ზონაა.
ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.