თბილისში ძლიერი წვიმა და სეტყვაა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გამოძახება სანზონიდან, გლდანიდან და დიღმიდან შევიდა.
უწყების ცნობით, ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ძირითადად დატბორა ეზოები, სადარბაზოები, სარდაფები და დააზიანა საცხოვრებელი კორპუსების სახურავები.