ძლიერი ქარის გამო, 4 და 5 იანვარს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის დაიკეტა. ინფორმაცია, ბოტანიკური ბაღის ოფიციალურ ”Facebook” გვერდზე ვრცელდება. მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვიზიტორები ბაღში არ დაიშვებიან.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დამთვალიერებლების მიღებას 6 იანვრიდან განაახლებს.