LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი ქარის დროს “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოსახლეობას მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს

ყაზტრანსგაზ

“ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოსახლეობას ქარის დროს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს. ამის  შესახებ კომპანიამ განცხადება ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

„ქარის ზემოქმედებით, ღია წვის კამერიანი გაზის დანადგარიდან შესაძლოა, გაზის ნამწვი, CO მხუთავი აირი ოთახში გაიფრქვას. ქარიან ამინდში საფრთხეები მნიშვნელოვნად იზრდება! შესაბამისად, იმ მოქალაქეებს, ვინც ჯერ კიდევ ღია წვის კამერიან გამათბობლებსა და წყლის გამაცხელებლებს იყენებს, მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გამორთონ ისინი და დაუკავშირდნენ „ყაზტრანსგაზ-თბილისს“. ჩვენი სპეციალისტები უფასოდ დაგეხმარებიან #მკვლელი დანადგარების დემონტაჟში. „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, შეცვალეთ #მკვლელი დანადგარები თანამედროვე, უსაფრთხო, დახურული წვის კამერიანი მოწყობილობებით! საჭიროების შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე: 114. ზარი უფასოა,“ – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები