LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძლიერი ქარი, წვიმა და სეტყვა“ – ამინდი უარესდება

3006
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს ამინდის მკვეთრი ცვლილების შესახებ აფრთხილებს.

სინოპტიკოსების ცნობით, 3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 4 აპრილის დილამდე საქართველოში დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი:

„ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. საღამოს საათებში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც“, – წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები