LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი ქარი და წვიმა – საქართველოში ამინდი უარესდება

372
Untitled design (6)

მომდევნო დღეების განმავლობაში, საქართველოში ამინდი შედარებით გაუარესდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9-დან 12 აპრილის ჩათვლით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, იწვიმებს, მთიან რეგიონებში ზოგან ძლიერად.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში 9-12 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, საქართველოს მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა თოვლის ინტენსიურმა დნობამ და მოსალოდნელმა თანდართულმა წვიმებმა, შესაძლებელია, მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.