ძლიერი ქარის შედეგად ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს ტრავმები თავისა და კიდურების არეში აქვთ მიყენებული. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, „თი-ბი-სი ბანკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სამაშველო ბრიგადები.
ძლიერმა ქარმა ბათუმში საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.