LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი ნალექი და თოვა მთაში: სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ

188
IMG-0884

6 და 7 ნოემბერს სინოპტიკოსები საქართველოში ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ნოემბრიდან მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება.

ზოგ რეგიონში იქნება ძლიერი წვიმა ლეჭექით. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა, ქვეყნის მაღალმთიან ზონაში კი ასევე მოსალოდნელია თოვა.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს. ასევე მთიან ზონებში მოსალოდნელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების წარმოქნა და გააქტიურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები