ძლიერი მიწისძვრა პერუში – 7.1 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგების შედეგად სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა, 65 დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მიწისძვრის ეპიცენტრი პერუს წყნარი ოკეანის სანაპიროზე, ქალაქ აკარის მახლობლად მდებარეობდა. დაზარალებულ რეგიონში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
სტიქიის შედეგად სრულიად განადგურებულია 100-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, დაზიანებულია საავტომობილო გზები.