ოლივია უაილდის ყოფილი ქმრის, ჯეისონ სუდეიკის დრამატული გრძნობების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ ტაბლოიდები ააჭრელა. საქმე ისაა, რომ ცოტა ხნის წინ ჯეისონისა და ოლივიას შვილების ძიძის ინტერვიუ გავრცელდა, სადაც მან ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ჯეისონმა მეუღლის ღალატის შესახებ შეიტყო. მისი განცხადებით, ჯეისონმა ეს ფაქტი ძალიან მძიმედ გადაიტანა. ის მეუღლეს აშანტაჟებდა და ჰარი სტაილსთან პაემანზე არ უშვებდა.
როდესაც ჯეისონმა გაიგო, რომ ოლივია უაილდმა მას ჰარი სტაილსთან უღალატა, ატირდა და მანქანას უვარდებოდა
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, 38 წლის ოლივია პირველად გამოჩნდა, მას თან 28 წლის გულის სწორი, ჰარი სტაილსიც ახლდა. წყვილი სავახშმოდ მიემართებოდა, თუმცა კარგ განწყობაზე აშკარად არ იყვნენ, ორივე მათგანს დასევდიანებული და ჩაფიქრებული გამომეტყველება გქონდა.
ოლივიას შავი კაბა ამშვენებდა, რომელსაც მან Guizio x Toral-ის 285 ევროიანი ჩექმა შეუხამა. რაც შეხება ჰარის, მას თეთრ პერანგზე ნაქსოვი ჟილეტი ჰქონდა გადაცმული.
ერთნაირი სტილი და ღიმილი – 37 წლის ოლივია უაილდი და 27 წლის ჰარი სტაილსი ბედნიერებისგან ბრწყინავენ