LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძიძის მიერ ბავშვის სავარაუდო ცემის ფაქტზე შსს-ში გამოძიება დაიწყო [ვიდეო]

1

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, ძიძის მიერ სავარაუდოდ ბავშვის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ძალოვანი უწყების ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით აღიძრა.

საქმე ეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს.

ვიდეოს ავტორი ამბობდა, რომ ძიძამ უხეშად ჩასვა ბავშვი ეტლში, ხელები ამოუტრიალა და სცემდა. მისივე ინფორმაციით, ბავშვი 1 წლისაა, ხოლო ძიძა რუსულენოვანი ქალბატონი.

ვიდეოში ჩანს მხოლოდ, ის რომ ძიძის ქმედებას, გამვლელების აღშფოთება მოჰყვა, ცემის ფაქტი კადრებზე არ დაფიქსირებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები