LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძიძიგური: ჩვენი შვილების დიდმა ნაწილმა არ იცის, რა მოხდა 9 აპრილს, უფრო მეტი უნდა ვილაპარაკოთ

224
56944981_1472659606199084_5175055916571033600_n

“სამწუხაროდ ჩვენი შვილების დიდმა ნაწილმა არ იცის, რა მოხდა 9 აპრილს. უფრო მეტი უნდა ვილაპარაკოთ ამაზე, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძგურმა„სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში სიტყვით გამოვლის დროს განაცხადა.

სასახლეში, სადაც დღეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სახელით დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერებთან მიღება გაიმართა, ზვიად ძიძიგურმა სიტყვით გამოსვლისას 9 აპრილის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ახალგაზრდა თაობას უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს, რათა იცოდნენ რა მოხდა 1989 წლის 9 აპრილს და რა მნიშვნელობა აქვს ამ დღეს საქართველოსთვის.

„1989 წლის 9 აპრილმა მოიტანა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. სწორედ, ჩვენი გოგო-ბიჭების სისხლმა, რომელიც დაიღვარა რუსული საჯარისო შენაერთების მიერ 1989 წლის 9 აპრილს, მოიტანა 1991 წლის 9 აპრილი და ვინმეს არ ეგონოს ადვილი 1991 წლის 9 აპრილი. ხშირად გაიგონებთ, რა მოხდა მერე, სხვა ქვეყნებმაც გამოაცხადეს დაამოუკიდებლობა. მაშინ, როდესაც მთელი თავისი სადამსჯელო სტრუქტურებით არსებობდა საბჭოთა კავშირი, მაშინ როდესაც არსებობდა ძალიან სეროოზული საშიშროება იმისა, რომ ამისთვის შესაძლებელი იყო მთელს ქვეყანას რეპრესიები მიეღო, ძალიან დიდი პოლიტიკური გაბედულება იყო საჭირო, ასეთი ნაბიჯი გადაედგა მაშინდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, ასეთი გაბედულება ჰქონდა ზვიად გამსახუირდიას, რომელმაც ჯერ 31 მარტს რეფერენდუმი ჩაატარა. ამ რეფერენდუმზე 3 300 000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ეთნიკურმა ოსებმა, აფხაზებმა, აზერბაიჯენელებმა, სომხებმა, რუსებმა უკრაინელებმა, ებრაელებმა და ყველამ. 98%-მა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობას, ეს რეფერენდუმია დღეს ის იურიდიულ- სამართლებრივი საფუძველი, რომელიც საფუძვლად უდევს 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს და დღევანდელ ჩვენს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“, – განაცხადა ძიძიგურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები