LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძიძა, რომლის გამოც გვენ სტეფანი ქმარს დაშორდა (ფოტოები)

70

მიუხედავად იმისა, რომ გვენ სტეფანი და გევინ როსდეილი ერთმანეთს ოფიციალურად დაშორდნენ, პრესაში კვლავ წერენ მათ ურთიერთობებზე. განსაკუთრებით კი, მინდი მენზე, რომელიც გახდა წყვილის დაშორების მთავარი მიზეზი. აღმოჩნდა, რომ გევინისა და გვენის ბავშვების ძიძას დიდი ხანია რომანი აქვს როსდეილთან. ეს ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც მათი ინტიმური ფოტოები გასაჯაროვდა. გარდა ამისა, საოჯახო  iPad-ში გვენმა მისი მიმოწერა ნახა როსდეილთან. ამის შემდეგ ძიძა სამსახურიდან დაითხოვეს, როსდეილი კი ამტკიცებდა, რომ მენი სიგიჟემდე იყო მასზე შეყვარებული და მოსვენებას არ აძლევდა. საბოლოოდ მინდი მენი დიდხანს ცდილობდა როსდეილთან ურთიერთობის შენარჩუნებას, რაც წყვლის დაშორებით დასრულდა.

რაც შეეხება მინდი მენს, ის ფიზიკურად ძალიან გავს გვენ სტეფანის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები