მესტიაში ხიდიდან ავტომანქანით გადავარდნილი ორი ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა.
მაშველებმა მდინარე დოლრაში ავტომობილი იპოვეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში, მესტიის სამსახურის გარდა, ჩართული არიან ზუგდიდისა და ქუთაისის საგანგებო სიტუაციების ცენტრის თანამშრომლები.
მაშველები ორ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ
მესტიაში ხიდიდან ავტომანქანა გადავარდა
დაკარგულები არიან ამირან გვიდანი და ვაჟიკო ჟორჟოლიანი. ჟორჟოლიანს ორსული მეუღლე ჰყავს. ახალგაზრდები ბეჩოს ხეობიდან მულახში ბრუნდებოდნენ. სავარაუდოდ, მძღოლს ჩაეძინა ან/და საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა ხიდიდან მდინარეში გადავარდა. შემთხვევა 7 ივნისს მოხდა.
ძლიერი წვიმებისა და მთაში თოვლის დნობის გამო, მდინარე დოლრა ადიდებულია. შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით კილომეტრნახევარში დოლრა ენგურს უერთდება.