სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ შეწყალებებს მისი საპარლამენტო მდივანი ეხმაურება. დიმიტრი გაბუნიას თქმით, ყველა ბრალდება, რაც მის მიმართ ბოლო დღეებში იყო , უსაფუძვლოა. ეს განცხადება მან “ქრონიკასთან” საუბარში გააკეთა. [related_news id=”246319″ align=”left”]
შეგახსენებთ, დიმიტრი გაბუნიას, ბრალდებას მოკლული სოსო ქოიავას ოჯახის წევრები უყენებენ. მათი ინფორმაცით, ზურაბ ნადირაძის შეწყალებაზე სწორედ გაბუნიამ იმუშავა. მათი ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ დანიაში მიმალვაში მყოფ ნადირაძესთან, სწორედ გაბუნია ჩადიოდა ხოლმე. [related_news id=”246332″ align=”left”]
ამ თემაზე “ევროპულმა საქართველომ” პროკურატურისგან პრეზიდენტის სკანდალურ შეწყალებებში გაბუნიას როლის გარკვევა მოინდომა.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულზე 34 პატიმარი შეიწყალა. აქედან სამი მათგანი მკვლელობაში მსჯავრდებული იყო, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.