ესპანურმა პოლიციამ ხუთი ადამიანი ფორთოხლის ქურდობის გამო დააკავა. ხილი, რომელიც სევილიის პორტში გაჩერებული სატვირთო გემიდან მოიპარეს, სამ ავტომობილში გაანაწილეს.
ფორთოხლის გაუჩინარების შესახებ ტვირთის მეპატრონემ განაცხადა. მალე ახლომდებარე ქუჩებზე პატრულირებისას პოლიციამ სამი ავტომობილი შენიშნა, ხანმოკლე დევნის შემდეგ ავტომობილები გააჩერეს.
ავტომობილების შიგნით სამართალდამცავებმა ოთხი ტონა ფორთოხალი აღმოაჩინეს.