LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძალიან ვწუხვარ, რომ მიწევს ამის გაკეთება” – აჭარის მაუწყებლის ყოფილმა დირექტორმა პირდაპირ ეთერში სმენის აპარატი მოიხსნა (ვიდეო)

400
743

“2019 წლის 19 აპრილის შემდეგ, იმპიჩმენტის დღიდან, ჩემი ჯანმრთელობა განახევრდა”, – ამის შესახებ აჭარის მაუწყებლის ყოფილმა დირექტორმა, ნათია კაპანაძემ განაცხადა. მან “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში სმენის აპარატი მოიხსნა და თქვა, რომ სმენის პრoბლემები მას შემდეგ შეექმნა და ხმის გამაძლიერებელი მას შემდეგ დასჭირდა, რაც მაუწყებელში მისი იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.

“მე ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენს ეთერში მიწევს ამის გაკეთება. სამწუხაროდ, ახლა მე აღარ მესმის თქვენი ხმა… 2019 წლის 19 აპრილის შემდეგ, იმპიჩმენტის დღიდან, ჩემი ჯანმრთელობა განახევრდა… მინდა დავარწმუნო საზოგადოება, რომ ჩვენს ძალიან დიდ ძალისხმევაზე იდგა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა,” – განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, სიტყვის თავისუფლების დაცვა ამ ქვეყანაში ადამიანებს ჯანმრთელობის ფასად უჯდებათ.

“მე ნათია კაპანაძე, პირადად, ვაკეთებდი ამას იმისთვის, რომ თქვენ, გადასახადების გადამხდელებს, მიგეღოთ დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებელი… მე მინდა შევახსენო ხელისუფლება და პირველ რიგში, ალბათ, უნდა მივმართოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენს ჯანმრთელობაზე დგას ეს საქმე“, – აცხადებს კაპანაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები