“არ გამოვრიცხავთ, რომ ხანძარი თავისით გაჩნდა, მაგრამ იმასაც ვერ გამოვრიცხავთ, რომ ვიღაცამ ხელოვნურად გააჩინა,” – ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის, განცხადებით, სავაჭრო ცენტრ “ქალაქის გულში” მომხდარ ხანძართან დაკავშირებულ ყველა კითხვას გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.
“თუ არის კითხვები, ბუნებრივია, ყველაფერი უნდა გააკეთოს სამართალდამცველმა ორგანოებმა იმისთვის, რომ ნათელი მოეფინოს ამ კონკრეტულ საქმეს. სიმართლე გითხრათ, მართლაც, ცოტა ძალიან უცნაური არის, დაწყებული ზაფხულიდან, ამდენი ხანძარი ქვეყანაში. ბუნებრივია, ძალიან ცუდია. ამან დიდი ზიანი მიაყენა მთლიანად ქვეყანას. იმ ადამიანებისთვის და მათი ოჯახებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად ლუკმა-პურს შოულობენ ამ ბაზრობაზე, ძალიან მძიმე იქნება. მართლაც ორ კაპიკს შოულობენ და ეს უცბად დაიწვა. არის რაღაც დეტალები, რომლებიც რთულია, რომ გამოიკვლიო. ზოგადად, საგამოძიებო თვალსაზრისით რთული პროცესია,” – განაცხადა სოფო კილაძემ.
მ.