LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან სწრაფი დრიფტი ტყეში (ვიდეო)

24

ამერკელმა დრიფტერმა რაიან ტიორკმა გამოაქვეყნა ვიდეორგოლი ახალი სერიიდან Fresh Tracks. სარბოლო BMW M3-ით შესრულებული რგოლი Network A-ს YouTube-ის არხზე განთავსდა.

რგოლის ავტორები ირწმუნებიან, რომ გადაღების დაწყებამდე ტიორკისთვის ტრასა უცნობი იყო და გზა წინასწარი გაცნობის გარეშე გაიარა. გარბენი რიგასთან ახლოს მდებარე ავტოდრომზე გაიმართა.

სერია Fresh Tracks-ის პირველი რგოლი სხვა ცნობილი დრიფტერის, კრის ფორსბერგის მონაწილეობით 15 მარტს გამოქვეყნდა. ვიდეოში ჩანს, რომ დრიფტერმა Nissan 370Z-ით ასევე წინასწარი მომზადების გარეშე ირბოლა და კალიფორნიის მთიან გზაზე იარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები