LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან სუსტი პრეზიდენტის ძალიან სუსტი გამოსვლა – განათლების მინისტრი პრეზიდენტს პასუხობს

93

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ როგორც ჩანს, პრეზიდენტი არ ადევნებს თვალყურს განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებს, ძალიან ბევრი რამ არის გაკეთებული განათლების სისტემაში მისი მინისტრობის შემდეგ – ასე გამოეხმაურა განათლების მინისტრი პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლას პარლამენტში, სადაც მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მისი მინისტრობის შემდეგ განათლების სისტემაში არაფერი გაკეთებულა.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, ეს იყო ძალიან სუსტი პრეზიდენტის ძალიან სუსტი გამოსვლა.

„განათლების სისტემაში ბევრი რამ გაკეთდა. კერძოდ, ინტერნაციონალიზაციას გამოვყოფდი, მეცნიერებაზე ზრუნვას გამოვყოფდი და მოგეხსენათ, რომ საქართველო გახდა „ჰორიზონტი 20-20“-ის  ასოცირებული წევრი. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ მეცნიერების დაფინანსების კუთხით, წახალისების კუთხით, ახალგაზრდა მეცნიერების წახალისების სხვადასხვა მექანიზმი არის დანერგილი. ასევე ხარისხის ამაღლების კუთხით სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი მიმდინარეობს და სექტემბრიდან 1-6 კლასების ჩათვლით სრულიად ახალი სახელმძღვანელოები შევა. ძალიან მალე საქართველო გახდება ცერნის ასოცირებული წევრი, ეს უაღრესად დიდი მიღწევა იქნება ჩვენი მეცნიერებისთვის და მრავალი სხვა მოვლენა, როგორც განათლების კუთხით, ასევე მეცნიერების კუთხით განხორიცელდა და როგორც ჩანს პრეზიდენტი ამას ყურადღებას არ აქცევს,“ – აღნიშნა განათლების მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები