LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან ქართული, ფეხბედნიერი და საჭირო რადიოა, ქართული სიმღერის გადარჩენისთვის…. გილოცავთ თქვენს ლამაზ იუბილეს!“ – დათო არჩვაძე

39
img-0874-2020-08-04_06-38-12_018960-1024x683

1-ელ ივნისს საქართველოს მასშტაბით ყველაზე რეიტინგულ „არ დაიდარდოს“ 18 წელი შეუსრულდა. მომღერალი დათო არჩვაძე „არ დაიდარდოს“ იუბილეს ულოცავს და ხაზს უსვამს მის წვლილს და მნიშვნელობას.

დათო არჩვაძე: ჩემს უსაყვარლეს „არ დაიდარდოს“ ვულოცავ გრანდიოზულ იუბილეს. ძალიან მიყვარხართ. ძალიან ქუდბედიანი რადიოა და ოდითგანვე ჩემი ერთ-ერთი სიმღერის, „მონატრებიხარ ფიქრებს“ წარმატების ფორმულაა. აბსოლუტურად ყველაფერი დაიპყრო ამ სიმღერამ, თქვენი რადიოს მეშვეობით და იმ დღიდან ყველა სიმღერის წარმატების ფორმულაა ეს რადიო. ყოველთვის განსაკუთრებულ სიმღერებს ვარჩევ, „არ დაიდარდოში“ მოსატანად. ძალიან ქართული, ფეხბედნიერი და საჭირო რადიოა, ქართული სიმღერის გადარჩენისთვის. გილოცავთ თქვენს ლამაზ იუბილეს!

რადიო „არ დაიდარდო“ 18 წლის გახდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები