მხარეებს შორის დიალოგის აუცილებლობა და გიგი უგულავას დაკავება – სწორედ ეს საკითხები იყო განხილვის მთავარი თემა სტრასბურგში, სადაც დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომები დაიწყება. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ცდილობენ საქართველოში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდონ პარტნიორებს.
შტატებში სანქციების შესახებ მოწოდებები გახშირდა – მორიგი კრიტიკული წერილი და გაფრთხილება გახარიას
ამ მიზნით „ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე და აღმასრულებელმა მდივანი, ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარებს მიხაელ გალერს, სანდრა კალიენტეს, ვოლოდიმერ შიმოჩევიშს და სვენ მიქსერს შეხვდნენ.
კალაძე გამართულ აუდიენციას ნაყოფიერს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ყველაფერი გაკეთდება არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარებისთვის.
„ბევრი კითხვა დაისვა და, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან გაკეთდა ახსნა-განმარტებები. მივაწოდეთ ინფორმაცია ჩვენს მეგობრებს, თუ როგორი პოლიტიკური მდგომარეობაა ქვეყანაში. რაც შეეხება არჩევნებს, ხაზი გავუსვით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, მშვიდობიან გარემოში გამჭვირვალედ, ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ჰქონდეს შესაძლებლობა თავისუფალ გარემოში წარუდგინოს საკუთარი ხედვები მოსახლეობას და ჩაატაროს საარჩევნო კამპანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
"მადლობა აშშ საელჩოს რჩევისთვის, ჩვენს მზად ვართ დავუბრუნდეთ დიალოგის მაგიდას" - საგანგებო ბრიფინგი "ქართულ ოცნებაში" (ვიდეო)
მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციას უგულავას დაკავება შეუძლია სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივროს.
“ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანი აცხადებს, რომ დიალოგს ოპოზიცია გაურბის, გიგი უგულავას საკითხი კი აბსოლუტურად აპოლიტიკურია.
“დღეს პოლიტიკურად რომ შევხედოთ, ხომ თუ ვინმე დაზიანდა ამ გადაწყვეტილებით, რა გადაწყვეტილებაც მიიღო უზენაესმა სასამართლომ, შეიძლება იყოს მმართველი გუნდი. პოლიტიკურად რომ შევხედოთ, დაკავებული არის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, მაგრამ მეორეს მხრივ, თუ ჩვენ გვინდა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, თუ ჩვენ ვსაუბრობთ და მოგვიწოდებენ იმისკენ, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი”- ამბობს კალაძე.
სალომე ზურაბიშვილი ელჩებთან გაარკვევს როგორ ჩაერთვება დიალოგის განახლებაში
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ გიგი უგულავას საქმის შინაარსთან დაკავშირებით კითხვები არ ისმება არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ. მისი თქმით, ერთადერთი კითხვა ისმება უგულავას დაკავების დროსთან დაკავშირებით.
“ერთადერთი კითხვა ისმება დროსთან დაკავშირებით, ხომ არ უკავშირდება ეს არჩევნებს და აქედან გამომდინარე, ხომ არ არის პოლიტიკურად აქტუალური. საქართველოში პრაქტიკულად ყოველი წელი საარჩევნოა და ასეთ შემთხვევაში საერთოდ ვეღარ უნდა ჩატარდეს ვერანაირი გამოძიება”, – ამბობს კობახიძე.
“შესაძლოა, ეს იყოს პირდაპირი ნაბიჯი რუსეთისაკენ და რომ დასავლეთმა ჩვენზე ხელი აიღოს” – რატომ გაუშვეს უგულავა ციხეში მეორედ