LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის ოცნება ასრულდეს: ანა ფოტიგა

197
Capture

რუსთაველის გამზირზე აქცია – „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს, რომელიც “სირცხვილიას“ და სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებით იმართება.

შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყნის ევროპულ ღირებულებებს იცავენ, ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ მიმართა.

“წლებია ვიცი, რომ ქართული საზოგადოება,  ქართველი ხალხი ყველაზე პროევროპულია, რომელიც მხარს უჭერს არსებობას, ფუნქციონირებას და ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებას. შესაბამისად, საქართველოს არაერთი მთავრობის ძალისხმევის შემდეგ, ჩვენც მხარს ვუჭერთ ევროკომისიის ამ გადაწყვეტილებას. ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის ოცნება ასრულდეს. განსაკუთრებით იმ დიდი საფრთხის ფონზე, რომელსაც ქმნის რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოზიცია უკრაინის მიმართ, ამ ქვეყანაში სრულფასოვანი შეჭრით. ბევრი ქართველი მხარს უჭერს უკრაინას, ისევე როგორც ჩვენ, ევროკავშირის წევრები” – მიმართა ფოტიგამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები